მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში საქველმოქმედო აქცია ძველით ახალ წელს ტრადიციად იქცა

ქედის მერიისა და საკრებულოს მოხელეების მიერ შეგროვილი სურსათის ნობათი, თბილი სამოსი და სხვა საჭირო ნივთები, დღეს სოფელ ჭალახმელაში, სოციალურად დაუცველ - მამულაძეების 10 წევრიან ოჯახს გადაეცა. ოჯახში უხუცესი 75 წლის დიასახლისია, ხოლო უმცროსი ასაკის 2 წლის გიორგი და მარიამ მამულაძეები არიან, რომლებიც განსაკუთრებულად ტკბილეულის ფუთებისა და საბავშვო სათამაშოების გადაცემამ გაახარეს. ოჯახს ახალი წელი მოხელეებთან ერთად, მერის პირველმა მოადგილე როლანდ ბერიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ მიულოცეს. ქედის თვითმმართველობის ინიციატივით, ძველით ახალ წელს საქველმოქმედო აქციის გამართვა, ტრადიციად იქცა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?