მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024 და საქართველოს სასკოლო ლიგა 2023-2024 შესარჩევი მუნიციპალური თამაშები დაიწყო

დღეს, მაგიდის ჩოგბურთში ოლიმპიადა ქედის მუნიციპალიტეტის მერისის, ვაიოს, უჩხითის და დოლოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის გაიმართა.
მაგიდის ჩოგბურთში გუნდური პირველობა და ინდივიდუალური პირველობა ვაიოს საჯარო სკოლამ მოიპოვა.

ოლიმპიადა ჩატარდა კალათბურთში 3X3 -ზე გოგონებსა და ვაჟების გუნდებს შორის, რომელშიც მონაწილეობას დოლოგნის, ქვედა მახუნცეთის, პ/მაისის, ქედისა და მერისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ღებულობდნენ.
I ადგილი - გოგონათა გუნდებს შორის, დოლოგნის საჯარო სკოლა;

I ადგილი - ვაჟთა გუნდებს შორის, ქედის საჯარო სკოლა.
სასპორტო ოლიმპიადა ასევე, სპორტის შემდეგ სახეობებში გაიმართება: ფრენბურთი, მინი ფეხბურთი და გეზბენი.

მუნიციპალიტეტში გამარჯვებული გუნდები ქალაქ ბათუმის რეგიონალურ თამაშში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიება ა(ა)იპ ,,ქედის სასპორტო სკოლის“ ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების და ,,ქედის რესურსცენტრის“ მზარდაჭერით იმართება.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
დეკემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?