მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში სამამულო ომის მემორიალების კეთილმოწყობა გრძელდება

დაბა ქედაში კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერში ობელისკის, უცნობი ჯარისკაცის საფლავისა და მემორიალის კეთილმოწყობის შემდეგ, სარემონტო სამუშაოები ამჯერად წონიარისის ტანკ-მემორიალსა და მიმდებარე სკვერს უტარდება. კვარცხლბეკზე ამორტიზირებული ფილების დემონტაჟი და გრანტის ფილების მოწყობა, სკვერის შემომფარგვლელი კედლის ფასადის მოწესრიგება, ლითონის მოაჯირების მონტაჟი, ბაზალტის ფილებით მოპირკეთება, მემორიალის დამუშავება და ანტიკოროზიული საღებავით შეღებვა, ლითონის სკამების განთავსება და დეკორატიული განათების მოწყობა - ეს ის სამუშაოებია, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ემემტე" 17 466 ლარად აწარმოებს. პროექტი ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების და მათში შემავალი სოფლების კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მუნიცპალიტეტში არსებულ სხვა მემორიალების სარემონტო სამუშაოებზე გამგეობის მიერ უკვე შედგენილია პროექტები, რომელსაც ეტაპობრივად განახორციელებს. კეთილმოწყობილი სკვერით წონიარისლები და ტურისტები, სექტიმბრიდან ისარგებლებენ.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?