მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში რწმუნებულებთან და მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქედაში, სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის ფარგლებში რწმუნებულებთან და მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს პროგრამაში ჩართვის და ბიზნეს-იდეის განხორციელების დეტალებზე.

სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მიკრო და მცირე მეწარმეებს დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი სახელმწიფოს მხარდაჭერით.

ბიზნეს-იდეების რეგისტრაცია 3 აპრილს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
დეკემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?