მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს

ქედის კულტურის ცენტრში, დღეს გამგეობის პროგრამის ფარგლებში და რესურსცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. პედაგოგებს პროფესიული დღე აჭარის ა რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დურმიშხან შავიშვილმა მიულოცეს. ღონისძიება მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების: ,,ელესა“-ს ,,ბეთლემი“-სა და ,,იაგუნდი“-ის გარდა, გალა კონცერტში მონაწილეობას ღებულობდნენ ინდივიდუალური შემსრულებელი ირინა დევაძე, ქედის, მერისის საჯარო სკოლების და სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები. ღონისძიების დასასრულს 41 ღვაწლმოსილ პედაგოგს, სახელოვნებო სკოლის 3 მასწავლებელს, კულტურის ცენტრთან არსებულ მოსწავლე ახალგაზრდობის განყოფილების 3 მასწავლებელს და ბაგა-ბაღების გაერთიანების 3 აღმზრდელ პედაგოგს, ტრადიციულად ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?