მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში მოსწავლეთა სპორტული ოლიმპიადა -2019 გაიხსნა

დღეს, ქედის სასპორტო სკოლაში, მოსწავლეთა სპორტული ოლიმპიადა - 2019 ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ცერემონიალს აჭარის ა რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე, სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის, ქედის რესურსცენტრისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეჯიბრი სპორტის 6 სახეობაში გაიმართება: მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, კალათბურთი, ფრენბურთი, მინი-ფეხბურთი და ღონისძიებაში ჩართული იქნება მუნიციპალიტეტის 26 საჯარო სკოლის 450-მდე მოსწავლე-ახალგაზრდა (როგორც ვაჟები, ასევე გოგონები).
გახსნის ცერემონიალზე გასული წლის სპორტული შედეგები შეაჯამეს და მადლობა გადაუხადეს სპორტსმენებსა და მწვრთნელებს მიღწეული შედეგებისთვის (ცნობისთვის, მერიამ წლის ბოლოს 35 სპორტსმენი და 10 მწვრთნელი ფულადი თანხით დააჯილდოვა).
  • მადლობის სიგელები გადაეცათ მაგიდის ჩოგბურთის ვაიოს სექციის გოგონათა გუნდს, რომლებმაც სწორედ ამ ოლიმპიადის ფარგლებში მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მალტაში, მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების საგზური.
  • მარად გორგაძეს - აბა ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილის მოპოვებისათვის;
  • და გოდერძი ოსანაძეს - ქართული ჭიდაობის ფალავნობისთვის.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტის სახეობების პოპულარიზაცია.
სპორტული თამაშები განხორციელდება ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით და მერიის ფინანსური მხარდაჭერით ( ბიუჯეტი 7 300 ლარი).


დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივნისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?