მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე აქტივობების შესახებ დეტალურად ისაუბრეს.

შეხვედრაზე განიხილეს მიწის სისტემური რეგისტრაციის დაგეგმილი აქტივობები. რეფორმის ფარგლებში მომდევნო თვეებში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი ყველა სოფელი აიზომება.

სამუშაო შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ბოხაშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერი როლანდ ბერიძე, მოადგილეები, მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
იანვარი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?