მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში მალე ყადირ შერვაშიძის ბიუსტი განთავსდება

დაბა ქედაში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერს, გამგეობის ინიციატივით მალე საქართველოს დამოუკიდებლობის სახელი მიანიჭება. სკვერში ცნობილი საზოგადო მოღვაწის, პირველი აჭარელი ექიმის, რომლის ხელმოწერა 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზეა აღბეჭდილი - ყადირ შერვაშიძის ბიუსტი განთავსდება. სკვერის კეთილმოწყობითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. 91 463 ლარის ღირებულების პროექტს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,მშენებელი 5" ახორციელებს, რომლის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდება სკვერში მდებარე ობელისკსა და უცნობი ჯარისკაცის საფლავს, განთავსდება დამოუკიდებლობის სტენდი, მოეწყობა ფერადი ფილებით ბილიკები, დეკორატიული სკამები და ა.შ. სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, გამგეობის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურთან ერთად მოინახულა. სამუშაოები ივლისის თვეში დასრულდება. პ.ს. გთავაზობთ სულხან სალაძის უაღრესად საინტერესო სტატიას გაზეთ ბათუმელებში ,,უცნობ ყადირ შერვაშიძეზე"http://batumelebi.netgazeti.ge/weekly1/46416/#sthash.wmNUeSPS.dpbs

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
იანვარი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?