მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში ლიტერატრული საღამო ,,პაემანი პოეზიასთან

აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძე, მწერალთა სახლის ხელმძღვანელი ლალი კონცელიძე, პოეტები -ვახტანგ ღლონტი, სანდრო ბერიძე, ნათელა დუმბაძე, ანზორ ლორთქიფანიძე, რეზო თებიძე, შოთა და ლევან ანანიძეები, როინ აბუსელიძე, რაული ბოლქვაძე და დებიუტანტები - დიანა ყადიძე, ლევან ქადიძე - სამი თაობის პოეტები დღეს ლიტერატურულმა საღამომ შეკრიბა და მსმენელს უდიდესი სიამოვნება მიანიჭა. სალონური საღამო ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორს - ლია მახარაძეს საინტერესოდ მიყავდა, რომელმაც პოეტების ბიოგრაფია, შემოქმედება და მათი პირველი პაემანი პოეზიასთან გაუზიარა ,,ქართული ჩუქურთმის" მოყვარულთ. იდეის ავტორმა - მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ, სიტყვით მიმართა სტუმრებს და საჩუქრად შალვა აბაშიძის წიგნი ,,ქედაო - ჩემო დედაო" გადასცა. ღონისძიება გამგეობის ინიციატივით გაიმართა და როგორც ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნეს, მომავალ წელსაც გაიმართება.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?