მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

ფაშიზმზე გამარჯვების 79 წლისთავთან დაკავშირებით, დაბა ქედის, წონიარისის და ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულის გმირთა მემორიალური დაფა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.

ღონისძიებაში, ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე, სასულიერო პირები, ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელები, ხანდაზმულთა კლუბის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მეორე მსოფლიო ომში ქედიდან, 800-მდე ადამიანი იბრძოდა, რომელთა უმრავლესობა უკან არ დაბრუნებულა.

ღონისძიება ქედის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.


დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?