მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში დღეს რაგბის მსოფლიო თასს უმასპინძლეს

ქედის არჩილ ფარტენაძის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოში გასამართი მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში, ბათუმის შემედეგ რაგბის მსოფლიო თასს ქედაში უმასპინძლეს. ცერემონიალს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე, საქართველოს რაგბის ფედერაციისა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ქედის სარაგბო კლუბის დირექტორი კახა ხაბაზი, სასპორტო სკოლის დირექტორი არჩილ გორგილაძე, სპორტსმენები და რაგბის ქომაგები ესწრებოდნენ. ვეტერანი მორაგბის, ლექსო გუგავას განცხადებით, პრესტიჟული სარაგბო ჯილდოს ნახვა უნიკალური შესაძლებლობაა. 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს. რაგბის მსოფლიო თასი საქართველოში 17 აპრილს ჩამოაბრძანეს. ჩემპიონატის დაწყებამდე პრესტიჟული სარაგბო ჯილდო საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს. აღნიშნული აქციის ფარგლებში, დღეს, რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა რაგბისტებმა რაგბის მსოფლიო თასი ქედიდან ქობულეთში მიიტანეს.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?