მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში დედა ენის დღე აღნიშნეს

ქედის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, დღეს ნორჩმა მკითხველებმა ,,დედა ენის" დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს, რომელსაც გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძე, გამგეობის მოხელეები, კულტურის ცენტრის თანამშრომლები და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. ბიბლიოთეკის დირექტორმა გულნაზ ხაბაძემ ისტორიული ექსკურსი გააკეთა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საბავშვო განყოფილების მკითხველებმა კი მაღალმხატვრულად წაიკითხეს ლექსები ქართული პოეზიდან. ,,სრულიად საქართველოს ვულოცავ ,,დედა ენის" დღეს! 14 აპრილი ყველა ქართველისთვის სამაყო და მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენი ენისა და დამწერლობის უნიკალობაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა არამარტო საზღვრებს შიგნით, არამედ უცხოელი მეცნიერების მაღლი ინტერესისა და კვლევის საგანია დღესაც. 39 -ედ აღინიშნება ეს დღე და სიმბოლურია, ამ ღონისძიებას ასე გულანთებით მომავალი თაობა რომ მართავს. მადლობა ორგანიზატორებს არაჩვეულებრივი ღონისძიებისთვის" - აღნიშნა მამუკა ფარტენაძემ. ღონისძიების დასასრულს, გამგეობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში პატარებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?