მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა.

ღონისძიება ყველა ასაკის ბავშვზე იყო გათვლილი.
ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ანიმატორის და ჯამბაზის მიერ მოწყობილ გასართობ თამაშები.
განსაკუთრებული ოვაცია და ემოცია გამოიწვია მათთვის საყვარელი მულტფილმის გმირებთან ჟოზესთან, სონეკთან და ლოლისთან შეხვედრამ.

პარკში რამოდენიმე ლოკაციაზე განთავსებულ სპეციალურ სტენდებთან მოეწყო ფოტოსესია.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდობასთან არსებული ბავშვთა საესტრადო ანსამბლის ,,აბადელიას“ კონცერტი გაიმართა.

ღონისძიების დასასრულს ბავშვებს უფასოდ დაურიგდათ ნაყინი.
ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღე ბავშვებს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ მიულოცა.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?