მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები

ქედაში, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. გაწმენდითი სამუშაოები მერმა როლანდ ბერიძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან მამუკა თურმანიძესთან ერთად ადგილზე მოინახულა. სამუშაოებში საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკაა ჩართული.

გუშინ რთული მეტეოროლოგიური პირობების, ძლიერი წვიმის შედეგად ათეულ ლოკაციაზე განვითარდა მეწყრული პროცესები, დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევებათუმი-ახალციხის მაგისტრალი. ცენტრალური მაგისტრალის პირველი მაისის მონაკვეთზე ჩაკეტილია საავტომობილო გზა, თუმცა მოძრაობა შესაძლებელია შემოვლითი გზით.
მუნიციპალიტეტში განვითარებული მეწყერის შედეგად 100 - მდე ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას.
ქედაში, ხვალიდან აჭარის გეოლოგიური სამსახური და მუნიციპალიტეტის ,,სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შემსწავლელი“ კომისია დაიწყებს განვითარებული მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების და ტერიტორიების შესწავლას.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?