მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში 11 სარწყავ არხს რეაბილიტაცია წელს ჩაუტარდება

ამ წუთებში ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე, აჭარის ა რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მელიორაციის განყოფილების უფროსი რეზო დევაძე და დეპარტამენტის ქედის წარმომადგენელი გოჩა ბერიძე სამუშაო შეხვედრას მართავენ. შეხვედრა მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ იმართება. მთლიანად 21 სარწყავი არხის სიგრძე მუნიციპალიტეტში 112 კმ-ია, რომელთაგან 68 კმ გასულ წელს დეპარტამენტის ბალანსზე გადავიდა, 11 არხს წელსვე : სოფელ კოკოტაურში, მოსიაშვილებში, ხარაულა-ჯალაბაშვილებში, ახოსა და ცხმორისში ჩაუტარდება რეაბილიტაცია, რისთვისაც დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 395 000 ლარი დაიხარჯება. სარწყავი არხების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხელს ჩეუწყობს სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო განვითარებასა და ხელშეწყობას. დავით დუმბაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამგეობა დეპარტამენტზე გადასაცემად დარჩენილი არხების იურიდიულ მოწესრიგებაზე აქტიურად მუშაობს. ასევე განიხილავენ პერსპექტივაში ვაიოს, კვაშტის, კუჭულის, ინაჭარიძეებისა და კაცითავის სარწყავი და სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივნისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?