მთავარი სიახლეების არქივი

ქედას მალე 12 ბინიანი სოციალური სახლი შეემატება

ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მალე მორიგ უმნეშვნელოვანეს პრობლემას მოაგვარებს. ეკომიგრანტთა პირველი კატეგორიის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, 10 უსახლ-კარო ოჯახი წლის ბოლოსთვის საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. სოციალური სახლი დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ადგილმრეწველობის შენობაში მოეწყობა, რომლის რეკონსტრუქციისათვის 436 046 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა დავით დუმბაძემ, გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან დავით თედორაძესთან ერთად მოინახულა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ლადა" ახორციელებს, რომელსაც 10-მდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული. 12 ბინიანი სახლის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?