მთავარი სიახლეების არქივი

ქედა, არჩვეულებრივი პანორამა კავიანის ციხიდან

კავიანის ციხე მდინარე ჭვანისწყალისა და აჭარისწყლის შესართავის მარცხენა მხარეს კავიანის სერზე მდებარეობს. ციხე ორი განყოფილებისაგან შედგება: პირველი - ჩვენამდე მოღწეული ფოსოების მიხედვით, შეიძლება ყოფილიყო რაიმე დანიშნულების სათავსო, რომელიც სავარაუდოდ სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. კედელზე ორი საძირკველი და ორი სარკმელია დატანებული. სწორედ, ციხის ამ კოშკშია შემორჩენილი სწორი ფორმის ორმო, რომელიც შელესილია კირით. ციხის მეორე განყოფილებაში, რომლის ფართობი 112 კვმ-ს შეადგენს, კარგადაა შემონახული ჩრდილოეთის კოშკი, რომელიც არაწესიერი მართკუთხედის ფორმისაა და ასევე სამი სართულისაგან შედგებოდა. კოშკში ჩაყოლებულია სარკმლები. შედარებით კარგადაა შემონახული ციხის ეზოს დასავლეთი კედელი, რომლის სიგრძე 7,1 მეტრია, ხოლო სიმაღლე 5 მეტრი. ციხე აშენებულია ფლეთილი ქვებით, შიგადაშიგ გვხვდება ასევე რიყის ქვებიც.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?