მთავარი სიახლეების არქივი

პროქტის ,,ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 14 მარტს პროექტის ,,ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის" პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი გულისხმობს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში ისეთი მექანიზმების შექმნას, რომელიც საკრებულოს წევრს უფრო მეტად ანგარიშვალდებულს გახდის საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, ხოლო მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, საკრებულოს წევრის საქმიანობის პროცესში (წესების დადგენა, აღმასრულებლის კონტროლი, საჯარო ფინანსების და ქონების განაწილება) წარმოადგინოს საკუთარი საჭიროებები, როგორც დასახლებების მიხედვით, ასევე ინტერესთა ჯგუფების მიხედვით.

პროექტს ახორციელებს, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC), კარგი მმართველობის ინსტიტუტის (GGI) და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის (ICCC) მიერ შექმნილი კონსორციუმი, კონსორციუმის მხრიდან პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციაა მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC).

მუნიციპალიტეტების დონეზე გაუმჯობესდება შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რომელიც მოაწესრიგებს საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების საკითხებს, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომს გახდის საკრებულოს წევრთან კომუნიკაციის მექანიზმს და უზრუნველყოფს აღნიშნული მექანიზმების მდგრადობას.

პროექტის მიხედვით მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებისთვის შეიქმნება, როგორც ელექტრონული ასევე პირდაპირი მონაწილოების შესაბამისი შესაძლებლობები 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. პროექტი ითვალისწინებს, თვითმმართველობის პროცესში, ანგარიშვალდებულების და უკუკავშირის მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებას 10 მუნიციპალიტეტის არანაკლებ 300 საკრებულოს წევრისა და არანაკლებ 10 საკრებულოს აპარატის თანამშრომლისთვის.

პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტები, არის მდგრადი, გამოყენებისთვის მზა დამატებითი ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე დაამკვიდრებს მოქალაქეთა მონაწილოების კარგ პრაქტიკას, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვა მუნიციპალიტეტების მიერ მათი სურვილის შემთხვევაში.

პრეზენტაციის ბოლოს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ააიპ „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?