მთავარი სიახლეების არქივი

პროექტს „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ქედის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ გრძელდება. მასში სულ უფრო და უფრო მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ერთვება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.

ამჯერად, პროექტს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ადგილობრივი ხუთი შშმ პირი შეუერთდა.

ბორჯომში, სოფელ ჩითახევში, პირველ ადაპტირებულ საველე ბანაკში, სპორტულ–კულტურული აქტივობები გაიმართა შშმ პირთა მონაწილეობით. ქედას მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებთან ერთად ღონისძიებაში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდებიც ასპარეზობდნენ. შეჯიბრებები გაიმართა ზიპლაინში (უშიშართა ბაგირი) , მეკლდეურობასა და კულინარიულ დუელში. ზიპლაინის შეჯიბრი ქედას მუნიციპალიტეტის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მეკლდეურობაში გამარჯვება თბილისის გუნდმა მოიპოვა, ხოლო კულინარიულ დუელში მონაწილე 3 გუნდიდან თბილისის გუნდმა გაიმარჯვა.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა რაიონში მცხოვრები შშმ პირების გააქტიურება, ერთმანეთთან მეტი კომუნიკაციის დამყარება და აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლება.

შემდეგი ღონისძიებები – ჯომარდობა, პეინტბოლი და მშვილდოსნობა ერთი კვირის ვადაში გაიმართება და მასში მონაწილეობას ერთად ქედას მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირების გარდა თბილისისა და ბაღდათის გუნდებიც მიიღებენ.

პროექტში ქედის გუნდის მონაწილეობისთვის ქედის მერიამ 6 800 ლარი გამოყო.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?