მთავარი სიახლეების არქივი

პროექტი ,,დებატები სკოლის მოსაწავლეებისთვის" ქედაში

3-4 ივნისს, ქედის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა ბათუმელთა კავშირის" და აჭარის დებატ-კლუბი პროგრამის "დებატების პოპულარიზაცია" და ქვეპროგრამის "დებატები სკოლის მოსწავლეებისთვის" ფარგლებში, პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა. კერძოდ, შეირჩა დებატების ტურნირისთვის ქედის სკოლის მოსწავლეები, ჩაუტარდათ ტრენინგები დებატების ხელოვნებაში, რომლის შემდგომაც მოხდება გადამზადება აჭარის პირველობისთვის. ქედის სხვადასხვა სკოლებიდან შერჩეული 25 მოსწავლიდან 6 შერჩეული იქნა დიდი სადებატო რეგიონული ტურნირისთვის, რომელშიც ქედის მუნიციპალიტეტიდან 2 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?