ქედის მუნიციპალიტეტში პირველი არჩეული მერი, მოსახლეობას ანგარიშს პირველად აბარებს.

პრეზენტაცია სახელწოდებით - ,,ლევან გორგილაძის 100 დღე", მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში იმართება.

ქედის მერმა პრეზენტაცია საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დღეს მერისის მოსახლეობას წარუდგინა და გასული წლის ზოგად მიმოხილვასთან ერთად, ადგილობრივებს ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი პროექტები გააცნო.

2018 წელს მერისის სოფლებში ამ ეტაპისთვის შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:

მერისის ბაგა-ბაღის კეთილმოწყობა - 40 000 ლარი

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, კერძოდ:

1. სოფელ ინაშარიძეებში მიხეილ შარაძის სახლთან გაბიონის მოწყობა - სავარაუდო ღირებულება 12 878 ლარი;
2. სოფელ ინაშარიძეებში როლანდი წითელაძის სახლთან საყრდენი კედლისა და სანიაღვრე არხის მოწყობა - სავარაუდო ღირებულება 3 833 ლარი;
3. სოფელ მერისში საწუმპიას უბანში საყრდენი კედლის მოწყობა - სავარაუდო ღირებულება 4 909 ლარი;
4. სოფელ გარეტყეში ნუგზარ ლამპარაძის სახლთან სანიაღვრე არხის მოწყობა - 5 757 ლარი;
5. სოფელ სილიბაურში გურამ კაკაბაძის სახლთან საყრდენი კედლის მოწყობა, სავარაუდო ღირებულება - 5 519 ლარი

(აღნიშნულ ღონისძიებებზე ტენდერი ჩატარდა, მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება. სამუშაოები დაიწყება უახლოეს პერიოდში).

სოფელ სიხალიძეებში ოთარ თურმანიძის საცხოვრებელ სახლთან გაბიონის მოწყობა - 7 962 ლარი (ხელშეკრულება გაფორმებულია).

სოფლების კეთილმოწყობა - მერისის თემის სოფლებისათვის გათვალისწინებულია 45 000 ლარამდე. (მიმდინარეობს პროექტირება)

სულ 2018 წელში: 150 858 ლარი

ეს მცირედი ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლის განხორციელებასაც ქედის მერია მიმდინარე წელს გეგმავს.