პირველი ,,ევროპის დღე ქედაში"





,,შევეგებოთ ახალ შესაძლებლობებს" -სლოგანის ქვეშ ღონისძიება ქედაში დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით გაიმართა: ხელნაკეთობები, ნახატები, პუბლიკაციები, ვიზუალური მასალები და თემატური ნამუშევრების გამოფენა, ფილმის ჩვენება, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელნიც ევროკავშირის დაფინანსებით მუნიციპალიტეტში უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებენ, კულტურული ღონისძიება, ევროპის პრიზიორი სპორტსმენების, ევროპის ქვეყნების სტუდენტები, ანსამბლები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებს ადგილობრივ ფოლკლორს აცნობს, ოჯახები, რომელნიც ევროპელ ტურისტებს თავიანთი ავთენტურობით განსაკუთრებით ხიბლავენ - ღონისძიებას განსაკუთრებულ ელფერს სძენდა. საზოგადოებას სიტყვით მიესალმნენ და ევროპის ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირმა გაბინაშვილმა, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ, ხოლო პროექტების შესახებ მოხსენებები გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სენის"-ს წარმომადგენელმა ნინო გაფრინდაშვილმა, ქედის განათლებისა და ზრდასრულთა ცენტრის წამომადგენელმა მადონა ფალავანდიშვილმა და ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ხატია ბერიძემ, რომელიც კიდევ ორ ადგილობრივ სტუდენტთან ერთად მალე საფრანგეთში, ჰუატიეს უნივერსიტეტში, სლავისტიკის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ევროპულ ბანაკში მიემგზავრება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტუდენტთა გამგზავრების ხარჯებს ქედის მერია აანაზღაურებს. ევროპის დღე ქედაში, თვითმმართველობისა და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აჭარის ორგანიზაციის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სენი" #ქედალიდერი, დემოკრატიის ინსტიტუტის, განათლებისა და ზრდასრულთა ცენტრის, ქედის რესურსცენტრისა და კულტურის ცენტრის თანაორგანიზებით გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობა ქედის საბავშვო ბაღმაც მიიღო. პატარების ნამუშევრებმა დამთვალიერებელი ემოციურად განაწყო.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |