მთავარი სიახლეების არქივი

პირველ მაისში აქცია ,,სუფთა სოფელი" გაიმართა

დასუფთავებული ქუჩები, ხევები, მდინარეები, სოფლები, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი და ა.შ. - მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ დასუფთავების აქციაში პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა საჯარო მოხელეებთან ერთად ჩაერთო. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ადგილობრივი ხელისუფლების ძირითადი პრიორიტეტი ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა და სოფლად ტურიზმის განვითარებაა. გამგეობამ სოფლებში განსათავსებლად წინსწრებად 90 ცალი კონტეინერი გასულ წელს შეიძინა. უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის მიმდებარე სოფლებში, დაბა ქედის ქუჩებში, აწჰესსა და სოფელ მერისში, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას ხელშეკრულების საფუძველზე ბათუმის სანდასუფთავება ახორციელებდა, მხოლოდ 120 კონტეინარი იყო განთავსებული. დარჩენილ სოფლებში პრობლემა კი წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩებოდა. პრობლემის მოსაგვარებლად წელს იანვრის თვეში, სპეცავტომობილი და დამატებით 49 კონტეინერი გამგეობამ 271 722 ლარად, სესხის სახით შეიძინა. გარდა ამისა, თვითმმართველობაში 100-მდე ნარჩენების კონტეინერს დაემატებთ კიდევ ელოდებიან, რაც ჯამში 300-ს აღემატება და სრულად მოიცავს მუნიციპალიტეტს.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
დეკემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?