მთავარი სიახლეების არქივი

მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა უამინდობის შედეგები შეაჯამეს

ქედის მერი ლევან გორგილაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე, თვითმმართველობის მოხელეებთან ერთად სოფელ წონიარისში, ჯაიმელას უბანში ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. დიდთოვლობის შედეგად, დაზიანდა ანძები და მაღალი ძაბვის ხაზები, რის შედეგადაც 20 ოჯახი რამოდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ენერგო-პრო ჯორჯიას მობილური ჯგუფების თავდაუზოგავი 24 საათიანი შრომის შედეგად, ახლით ჩანაცვლდა ბოძები და გაიმართა ხაზები. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს ენერგოსისტემის წარმომადგენლებს უამინდობასა და დიდთოვლობაში გაწეული შრომისთვის. ამ დროისთვის წონიარისს შუქი სრული დატვირთვით მიეწოდება.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?