მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე სოფელ ვარჯანისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა
8 თებერვალი 2024
ქედაში, ძლიერი წვიმის შედეგად ათეულობით ლოკაციაზე განვითარდა მეწყრული პროცესები.
მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან ერთად სოფელ ვარჯანისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული 100 - მდე ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას, ამ ეტაპისთვის არცერთ მოქალაქეს საფრთხე არ ემუქრება.
ძლიერი წვიმის შედეგად ათეულობით ლოკაციაზე განვითარდა მეწყრული პროცესები, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის ასევე, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე.
ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის გაწმენდილია 30 მიმართულება და 10 მიმართულებით მიმდინარეობს სამუშაოები, რომელშიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკაა ჩართული.
დღეს დილიდან, აჭარის გეოლოგიური სამსახურის ორი ჯგუფი და მუნიციპალიტეტის ,,სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შემსწავლელი“ კომისია განვითარებული მეწყერის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და ტერიტორიებს სწავლობს.
ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი.
მოქმედებს ცხელი ხაზი: 595 08 43 31 - მამუკა ფარტენაძე.
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2025
მარტი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |