მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მერიაში მორიგი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ინოვაციური პროექტის - ,,ქედის მუნიციპალიტეტის შშმ პირები - ადგილობრივი „კლიმატის ცვლილების ელჩები" ფარგლებში, ქედის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსა და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს - LAG შორის თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საბჭოსა და ლაგის თავმჯდომარეებმა - მამუკა ფარტენაძემ და გიორგი აბულაძემ მოაწერეს და სამუშაო ჯგუფთან ერთად, სამომავლო ნაბიჯები განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ძირითადი მიზანი შშმ პირების გარემოს დაცვის სფეროში ჩართვის მიზნით, ეფექტიანი და რეპლიკაციის პოტენციალის მქონე ინიციატივის განხორციელებაა და იმის ჩვენება თუ, როგორ შეიძლება, ხელი შეეწყოს შშმ პირთა თემის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობას, გაუმჯობესდეს მათი საარსებო წყაროების მოპოვების შესაძლებლობები და ამასთანავე, მიღწეულ იქნეს გარემოსდაცვითი მიზნები.

პროექტი მრავალმხრივ მიზანს ემსახურება, როგორიცაა ქედის მუნიციპალიტეტის შშმ პირების შესაძლებლობების განვითარება, მათი იმ ცოდნითა და უნარებით უზრუნველყოფა, რომლებიც საჭიროა გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხების ადვოკატირებისა და სოფლის განვითარების პროცესში ინტეგრაციისათვის; ასევე, პროექტი მიზნად ისახავს, კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი ზემოქმედების მიმართ ქედის მუნიციპალიტეტის მედეგობის გაზრდას.

ინოვაციური პროექტის დონორია: გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?