მთავარი სიახლეების არქივი

მორიგ სხდომაზე საკრებულომ ხუთი საკითხი განიხილა

2020 წლის 4 სექტემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი №01-06/12 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.

საკრებულომ დაამტკიცა ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილები. ახლებურად ჩამოყალიბდა დადგენილების სათაური და დანართი N2-ით დაემატა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელების წესი, რომელიც გულისხმობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების და შემდგომში ფინანსურად დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბებას, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, ფინანსურ მხარდაჭერასაც.

სხდომაზე საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრულ იქნა ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების (სააგიტაციო მასალების) განსათავსებელი ადგილები და იმ შენობა–ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების (სააგიტაციო მასალის) განთავსება. ასევე, მიღებული გადაწყვეტილებით გამოყოფილი იქნა ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ის შენობა–ნაგებობები, სადაც შესაძლებელია წინა საარჩევნო ღონისძიებების ჩატარება.

საკრებულომ დღის წესრიგის თანახმად, ბოლო საკითხად კენჭი უყარა ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2020 წელში განსახორციელებელი ღონისძიებათა დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტს. კერძოდ: სოფელ გარეტყეში სოფლის სახლის მშენებლობის პროექტი ჩანაცვლდა გარე განათების სისტემის მოწყობით.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?