მთავარი სიახლეების არქივი

მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მექანიზმებზე ვიდეოკონფერენცია გაიმართა

ქედის მერთან და თვითმმართველობის მოხელეებთან დღეს, პროექტის „საქართველოს განვითარების გაუმჯობესება საქართველოში (ENPARD III)“ ფარგლებში, ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომელიც UNDP საქართველოში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ხორციელდება.

კონფერენცია ექსპერტებმა და პროექტის კოორდინატორმა გამართეს. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიმოიხილეს შესაბამისი კვლევებისა და კამპანიების წარმოების კალენდარი, მეთოდოლოგია და შემდგომი ნაბიჯები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ქედის მაგალითზე შეიქმნება საუკეთესო პრაქტიკის სამაგიდო წიგნი, რომლითაც საქართველოს მასშტაბით სხვა მუნიციპალიტეტები ისარგებლებენ. პროექტი ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ბიუჯეტირების პროცესში და გულისხმობს თვითმმართველობაში პროგრამული ბიუჯეტირების ახალი მეთოდოლოგიის დანერგვას.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ, ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა თვითმმართველობის საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?