მთავარი სიახლეების არქივი

მიმდინარე წელს ქედაში, სამი სპორტული მოედანი მოეწყო

დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან, საკრებულოს წევრ ლევან ვერძაძესთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან რეზო ვარშანიძესთან ერთად მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზუნდაგაში დასრულებული მინი სპორტული მოედანი დაათვალიერა.

მერმა ყველაზე პატარა ფეხბურთელი დემეტრე ვარშანიძე გაახარა და დაპირებული ფეხბურთის ბურთი აჩუქა, რომელიც სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების დროს შეჰპირდა.

მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
მინი სპორტული მოედნის პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ღობეს, მოეწყო ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა განათება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი სპორტული მოედანი განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის ასევე, კალათბურთის და ფრენბურთის სათამაშოდ. ბიუჯეტიდან 103 939 ლარია დაიხარჯა.

მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გოგიაშვილებში და სოფელ ხარაულის ცენტრში მდებარე მინი სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 234 433 ლარი დაიხარჯა.
ქედაში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მომდევნო წელსაც გაგრძელდება.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?