მთავარი სიახლეების არქივი

მერმა კონკურსში გამარჯვებული მოხელეები თანამშრომლებს წარუდგინა

ქედის მერი ლევან გორგილაძე, მერიაში გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციებზე გამარჯვებულ კონკურსანტებს შეხვდა და საჯარო მოხელის სტატუსის მიღება მიულოცა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ახალ თანამშრომლებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და გუნდურობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

სივრცითი მოწყობის, არქიტეტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის პორტფელი გენად ანანიძემ მოირგო, ამავე სამსახურში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია კი გიორგი ლომინაძემ.

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე საქმიანობას მალვინა კონცელიძე შეუდგება, ხოლო მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის პოზიცია სპარტაკ მახარაძემ მოირგო.

ლევან გორგილაძემ ახალი საჯარო მოხელეები ასევე მერიის თანამშრომლებს წარუდგინა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?