ვაკანტურ პოზიციაზე მერის მოადგილე დაინიშნა
მამუკა ფარტენაძე ქედის მერის მოადგილის უფლებამოსილებას 21 ოქტომბრიდან შეუდგა.
დაიბადა დაბა ქედაში, 1977 წლის 2 აპრილს.
1999 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - პროფესიით იურისტი;
2013-2017 წწ - იკავებდა ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობას;
2009-2010 წწ - იყო შპს „აღმოსავლეთის წყალი“-ს ქვემო ქართლის რეგიონალური კოორდინატორი;
2007-2008 წწ - მუშაობდა სს „საქართველოსგაერთიანებული სახელმწიფო სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ იურისტად;
2004-2006 წწ - იყო რეგიონალური საბაჟო „დასავლეთის “ იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
1999 -2004 წწ - მუშაობდა ქედის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
ჩაბარებული აქვს პროკურატურის (2003 წ) და ადვოკატთა (2013 წ) საკვალიფიკაციო გამოცდები.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: mamuka.phartenadze@gmail.com
მობ: 595 084 331