მთავარი სიახლეების არქივი

მერის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს N01-06/01 მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებს, მერიისა და მედიის წარმომადგენლებს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მერმა დეტალურად ისაუბრა მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვის პროგრამების, ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობის, შესყიდვების შესახებ.

ასევე, ისაუბრა გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დღეის მდგომარეობით ბუნებრივი აირით 185 - მდე ოჯახია უზრუნველყოფილი;

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოეწყო 767 ერთეული გარეგანათების ბოძი და დაეგო 1 259 კბმ რკინა-ბეტონის საფარი;

დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩა N 13 და 15 ში მდებარე ტერიტორიაზე, დასრულდა ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი პარკის მშენებლობა;

აშენდა ქვედა აქუცისა და ვაიოს დამაკავშირებელი გზა;

აშენდა ხანდაზმულთა კლუბი;

აშენდა ახალი სასწრაფოს შენობა;

რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 მინი სპორტულ მოედანს.

პრეზენტაციის დასასრულს მერმა საკრებულოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ანგარიში

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?