მთავარი სიახლეების არქივი

მერის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ საკრებულოს N01-06/05 მორიგ სხდომაზე 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

2022 წელი გაზრდილი ბიუჯეტით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, კულტურულ საგანმანათლებლო, ახალგაზრდული და სპორტული პროექტები.

გასულ წელს მნიშვნელოვანი პროექტები დაიწყო, როგორიცაა: მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობა და რუსთაველის N13 და N15 მდებარე პარკის მშენებლობა. ასევე, მერმა ყურადღება გაამახვილა და დაანონსა 2023 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები.

მუნიციპალიტეტის საქმიანობის განხორციელებაში ძალზედ მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობა, მოქალაქეს ეძლევა საშუალება მონაწილეობითი ბიუჯეტის და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თავად გადაწყვიტოს რომელი პროექტი განხორციელდეს მის დასახლებაში, ასევე თავად იყოს ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.

აღსანიშნავია, რომ არაერთი მიღწევები გვაქვს კულტურის, ტურიზმის და სპორტის მიმართულებით.

ქედის მინიციპალიტეტის მერის როლანდ ბერიძის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში საკრებულომ დადებითად შეაფასა.

2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?