მთავარი სიახლეების არქივი

მეგობრული ვიზიტი ქალაქ კრემენეცში

15 - 18 მარტს, დასავლეთ უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქის ქალაქ ტერნოპოლს, მეგობრული ვიზიტით ქედიდან დელეგაცია სტუმრობდა.

ქედის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ ქალაქში ოფიციალურად იყვნენ მიწვეულნი საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, ქედის სარებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე, ქედის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია და ქედის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები.

დელეგაციას მასპინძლობდა ტერნოპოლის მერი ალექსეი კოვალჩუკი მეუღლესთან ერთად, მერის მოადგილე ნიკოლ მატვიუკი და თვითმმართველობის მოხელეები.

ოფიციალური მიღების შემდეგ გაიმართა ცნობილი ჟურნალისტის, მიხეილ ბალიცკის ხსოვნისადმი მიძღვნილ რიგით 26-ე ტურნირი მინი-ფეხბურთში ვეტერანთა შორის, რომელშიც მონაწილეობდნენ უკრაინის, პოლონეთის, საქართველოს და სხვა მეგობარი ქვეყნების გუნდები.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში სტუმრობდნენ სკოლა-ინტერნატს, სადაც დიდი სამამულო ომის გმირთა მემორიალზე განთავსებულია გმირი, ქართველი მფრინავის - ალექსანდრე სირაძის ფოტოსურათი, რომელის სახელიც სულ მალე, მეგობრობის ნიშნად, მიენიჭება აღნიშნულ დაწესებულებას.

მხარეებმა შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის გაცვლით საგანმანათლებლო და ტურისტული პროგრამები განიხილეს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?