მთავარი სიახლეების არქივი

,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს"

ამ სახელწოდების აქციას მეორე წელია რაც ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა შეუერთდა. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამგეობის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა. ახალგაზრდებმა მოხატეს ქუჩები, აქციას მიუძღვნეს მოლბერტებზე შესრულებული ნახატები, სახელოვნებო სკოლის საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეებმა ღია ცის ქვეშ გამართეს კლასიკური მუსიკის საღამო, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს გაუგზავნეს უთბილესი მესიჯები, „უთვალავი წინდის“ აქციას კი არც ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა გამოაკლდა და მასში მონაწილეობა ბავშვებთან ერთად საჯარო მოხელეებმა მიიღეს.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?