მთავარი სიახლეების არქივი

მასწავლებელთა პირველი კონფერენცია ქედაში

ქედის რესურსცენტრის ორგანიზებითა და ქედის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით, 10 ივნისს, დაბა ქედის საჯარო სკოლაში ქედის მუნიციპალიტეტის მასწავლებელთა პირველი კონფერენცია გაიმართა თემაზე - ,,სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მიდგომები”. კონფერენცია მიზნად ისახავდა პედაგოგიური გამოცდილების გაზიარებას, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ-პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც ხელს უწყობს პედაგოგთა მოტივაციის ამაღლებას. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქედის გამგებელი დავით დუმბაძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე, ქედის რესურსცენტრის დირექტორი დურმიშხან შავიშვილი, აჭარის განათლების ფონდის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე, ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერი მასწავლებლები, საქართველოს მშვიდობის კორპუსის მოხალისე მასწავლებლები, ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები და სკოლის დირექტორები. კონფერენციის დასრულების შემდგომ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. პირველი კონფერენცია ქედაში წარმატებული აღმოჩნდა და ის აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლის, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის მხარდამჭერით გაიმართა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?