მაშველებმა მთა კვესაურში ჩარჩენილი მონადირეები გადმოიყვანეს
24 ნოემბერს, საღამოს საათებში მერიის საგანგებო შტაბში და ქედის სახანძრო-სამაშველო სამსახურში ერთდროულად შემოვიდა შეტყობინება, რომ მთა კვესაურში ჩარჩენილი იყო 3 მონადირე, რომლებიც დიდთოვლობის გამო გამოსვლას ვერ ახერხებდნენ და შველას ითხოვდნენ. ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე, მობილურმა ჯგუფმა, რომელიც მაშველებით, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებით, საგზაო დეპარტამენტისა და კომუნალურსერვისის თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, მძიმე ტექნიკის საშუალებით დილის 06:30 საათზე მოახერხეს მონადირეების უსაფრთხო ადგილას გამოყვანა. სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 12 საათის მდგომარეობით კი, ინტენსიურად იწმინდება მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზები. საგზაო დეპარტამენტის 14 მძიმე ტექნიკა მუშაობს ტერიტოეიულ ერთეულებში, ხოლო დაბის ქუჩების გაწმენდას ქედის კომუნალურსერვისის 2 ტექნიკა ახორციელებს. აქტიურად მიმდინარეობს სკვერებსა და პარკებში მწვანე ნარგავების გათავისუფლება თოვლის საფარისაგან. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ენერგო-პრო ჯორჯიას მობილური ჯგუფები კვლავ 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს სამუშაოებს და მათი ინფორმაციით, უახლოეს საათებში დაიწყება ეტაპობრივად ელექტროენერგიის მიწოდება დაბასა და მუნიციპალიტეტის სოფლებში. წარმატებულ დღეს გისურვებთ!
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |