მთავარი სიახლეების არქივი

მალე დაბა ქედაში საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი იმოძრავებს

საქართველოში იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილ იქნა საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ინკლუზიურ მობილობას და მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
ქედის მუნიციპალიტეტის მერის როლანდ ბერიძის განცხადებით, საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი დაბა ქედაში უახლოეს პერიოდში დაიწყებს მომსახურებას, ხოლო მიკროავტობუსის ოფიციალური გადაცემის ცერემონია, იაპონიის ელჩის მონაწილეობით მოგვიანებით გაიმართება.
ქედის მუნიციპალიტეტმა გრანტი 77 235 აშშ დოლარის ოდენობით მიიღო, რათა მუნიციპალიტეტმა განახორციელოს ინკლუზიური ელექტრო მობილობა, რაც გულისხმობს დაბის ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხო და ხელმისაწვდომი დაბალემისიური გადაადგილების უზრუნველყოფას.
ელექტრო მიკროავტობუსი მინიმალური დანახარჯების გათვალისწინებით შეძლებს მგზავრთა უწყვეტ გადაადგილებას.
ენერგოეფექტური მიკროავტობუსი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე.
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?