მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულებული სამუშაოები მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ მოინახულა
ქედაში, შიდა სასოფლო-საუბნო გზების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან - 1 026 968 ლარია გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები და ფერდსამაგრი ნაგებობები.
მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულებული სამუშაოები მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურთან, ზედამხედველობის სამსახურთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
სოფელი ზუნდაგაში, საავტომობილო გზაზე მოეწყო ფერდსამაგრი კედელი. ბიუჯეტი: 38 304 ლარი;
სოფელი ზედა მახუნცეთი, ნოდარ ირემაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ საავტომობილო გზაზე მოეწყო საყრდენი კედელი. ბიუჯეტი: 42 653 ლარი.
შიდა სასოფლო-საუბნო გზების პროგრამით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების 60 % დასრულებულია, ხოლო დარჩენილი სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 | 31 |