მთავარი სიახლეების არქივი

ლევან გორგილაძემ პირველი სამუშაო კვირა შეაჯამა

ქედის ახალარჩეულმა მერმა ლევან გორგილაძემ, დღეს ქედა-ხიჭაურის მონაკვეთზე ისტორიული პროექტი - გაზსადენის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა და პირველი სამუშაო კვირა შეაჯამა. ,,საკმაოდ აქტიური, საქმიანი და საინტერესო 5 სამუშაო დღე იყო: მქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები სხვადასხვა უწყებებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან; მოვინახულე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, როგორიცაა - ზუნდაგის საბავშო ბაღის მშენებლობა, სოციალური სახლი დაბა ქედაში, დანდალო არძენაძეების მიმართულებით ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები და ა.შ. გარკვეულწილად მონაწილეობა მივიღე ბიუჯეტის პროექტის შედგენაშიც; მქონდა ინიციატივებითა და საქმიანი წინადადებებით გაჯერებული შეხვედრები ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დღეს, პირველი მოქალაქეთა მიღება შედგა მერიაში. დღის ბოლოს კი სიმბოლურად, გაზსადენის სამშენებლო სამუშაოები მოვინახულე. მიხარია, რომ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მალე ჩვენი მოსახლეობა ისარგებლებს იმ სიკეთეებით, რისი მოტანაც პროექტს შეუძლია. ეს იქნება კომფორტული გათბობის საშუალებით სარგებლობა, სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, გარემოს შენარჩუნება თუ სხვა მხარეები" - აღნიშნა ლევან გორგილაძემ და მომდევნო აქტიური კვირა დაანონსა. პ.ს. გაზსადენის სამშენებლო სამუშაოებს შპს ,,ენერჯი ინვესტი 2009“ ასრულებს. პროექტის ბიუჯეტი 25 მილიონ 850 000 ლარს ითვლის და დასრულების ვადად 2019 წლის 1 მარტია ჩანიშნული..

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?