მთავარი სიახლეების არქივი

ლევან გორგილაძე შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს ახორციელებს

ქედის მერიაში, შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის ჯგუფი თებერვლის თვეში შეიქმნა, რომელსაც მერი ლევან გორგილაძე ხელმძღვანელობს. შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, მონიტორინგი განხორციელდა მახუნცეთში, სადაც ჩანჩქერის სათავესთან სათვალთვალო ხიდი, სასმელი წყლის სამარაგო აუზი, ტურისტული ცენტრის შენობა, პარკში ახალ აშენებული სველი წერტილი, მშენებარე სცენა და თამარის ხიდის მიმდებარედ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. ლევან გორგილაძემ მშენებლობებთან დაკავშირებით რიგი შენიშვნები გამოთქვა, რომელთა გამოსასწორებლად მშენებელ კომპანიებს უახლოეს დღეებში ოფიციალური წერილები დაეგზავნებათ. ღია სცენის მშენებელი კომპანიის - შპს ,,ახალშენი"-ის მიმართ კი უმკაცრესი სანქციები გატარდება და მერია 19 მარტიდან ხელშეკრულებას ოფიციალურად შეწყვეტს.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?