მთავარი სიახლეების არქივი

ლევან გორგილაძე საერთაშორისო დონის კონფერენციას ესწრება

ბრიტანეთის საბჭოს და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, კონფერენცია „ფესტივალები განვითარებისთვის“მიმდინარეობს, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებთან, სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი ფესტივალების მენეჯერებთან ერთად, ქედის მერი ლევან გორგილაძე მონაწილეობს. კონფერენციის მიზანია ბრიტანული და ქართული გამოცდილების გაზიარება ქვეყნის კულტურულ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ განვითარებაში ფესტივალების წვლილისა და მათ შორის თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ. საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ბრიტანული ფესტივალების მნიშვნელოვანი ორგანიზატორები და საფესტივალო ქალაქების ხელისუფლების წარმომადგენლები, მონაწილეებს გააცნობენ ბრიტანული ფესტივალების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითებს, წარმატებულ ქეისებს და ინოვაციურ მოდელებს (ედინბურგის ფესტივალების გაერთიანება, ედინბურგის ფრინჯი, ბრაიტონი და ბირმინგემი, გლოსტერი). საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვნად დაეხმარება აჭარის და კერძოდ ბათუმის საერთაშორისო საფესტივალო ცენტრად გადაქცევის ამოცანას.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?