ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინიციატივით, დღეს სოფელ გეგელიძეებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი სოფელში არსებული სადაო საკითხის მოგვარება იყო, რომელიც სასმელი წყლის მაგისტრალის გამართვას ეხება. გასულ წელს, გეგელიძეების ნაწილი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, არსებული წყლის დებეტის მოსახლეობისთვის თანაბრად გადანაწილების მიზნით, გამგეობამ 5 გამანაწილებელი ჭა და 2 კმ და 226 მ სიგრძის მაგისტრალი ქვედა უბნის მაცხოვრებლებთან გაიყვანა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 56 000 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს, ასევე დაგეგმილია ძველი მაგისტრალის რეაბილიტაცია და დამატებითი ავზების მშენებლობა,(ბიუჯეტი 38 856 ლარი), რაც მოსახლეობისთვის სასმელი წყლის თანაბრად გადანაწილებას უზრუნველყოფს. აღნიშნულ პროექტს, მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებდა იმ მიზეზით, რომ წყლის დებეტი შეუმცირდებოდათ, თუმცა დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა მხარეებისთვის, რაც კონსენსუსით დასრულდა. მოსახლეობას პროექტი დეტალურად მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსმა თამაზ აბულაძემ უშუალოდ მშენებარე ობიექტებთან გააცნო, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივად მიირეს პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება. ლევან გორგილაძემ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა კონსტრუქციულობისთვის და მათთან ერთად, სოფელში მიმდინარე და დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.