კონკურსი ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში
ქედის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს საჯარო მოხელეთა ორ ვაკანტურ პოზიციაზე ღია და დახურულ კონკურსს.
ღია კონკურსი პირველი რანგის - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის - სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსისა და დახურული კონკურსი მეორე რანგის - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის პოზიციებზე.
დაინტერესების შემთხვევაში რეგისტრაციისათვის მიმართეთ საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდს www.hr.gov.ge
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს ორგანული კანონი - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
საქართველოს კანონი - საჯარო სამსახურის შესახებ
საქართველოს კანონი - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
საქართველოს კანონი - ადგილობრივი მოსაკრებლელბის შესახებ
საქართველოს კანონი - სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს N 261 დადგენილება
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილება