მთავარი სიახლეების არქივი

კოლოტაურში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით და სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ ორგანიზებით, ქედაში, სოფელ კოლოტაურში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება.

წყალმომარაგების და წყალარინების სავარაუდო საპროექტო გეგმის განხილვის მიზნით, კოლოტაურის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ, მოსახლეობას პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

დეტალური საპროექტო სარეაბილიტაციო გეგმის შედგენამდე, მოსახლოებასთან მომავალშიც გაიმართება შეხვედრები, არსებული საჭიროებების შესასწავლად. ადგილზე კვლევის და საპროექტო ნახაზების შექმნის შემდეგ, მოხდება ტენდერის გამოცხდა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ივნისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?