მთავარი სიახლეების არქივი

კოკოტაურის მოსახლეობასთან მაღალიძაბვის ანძის მშენებლობა განიხილეს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და კოკოტაურის მოსახლეობასთან ერთად, დღეს სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი - ბათუმი-ახალციხის 220 კილოვატიან ორჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა განიხილეს. პროექტის ხელმძღვანელმა დავით ურთმელიძემ საზოგადოებას წარუდგინა კონკრეტულად იმ ანძის ირგვლივ ტექნიკური მონაცემები, რომლის მშენებლობასაც ადგილობრივები აპროტესტებენ. ტოპოგრაფიული რუკის მეშვეობით ინდოელ დამპროექტებლებთან ერთად დეტალურად ახსნა ალტერნატიული გზის არარსებობის ტექნიკური თუ გეოგრაფიული პირობები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას, მის სამომავლო სიკეთეებსა და სარგებელს. მოსახლეობას კვლავ შესთავაზეს ძველი, მიტოვებული საფლავების, რომლის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია, კანონის სრული დაცვით გადატანა და კეთლმოწყობა. შეხვედრას ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, გამგებელი დავით დუმბაძე, გამგებლის პირველი მოადგილე გურამ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ანანიძე, დეპუტატები რომან დავითაძე, სილოვან ბერიძე, გამგებლის წარმომადგენელი ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში ბადრი ბოლქვაძე და საზოგადოების სხვა წევრები ესწრებოდნენ. კოკოტაურის მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ მოლაპარაკების ფორმატში მიმდინარეობს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივნისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?