მთავარი სიახლეების არქივი

კითხვის კონკურსი ინგლისურ ენაში დაჯილდოება გაიმართა

ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით და გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით, ივნისში ინგლისურ ენაში კითხვის კონკურსი გაიმართა.კონკურსში 29 საჯარო სკოლიდან ასამდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, რომელიც კლასების მიხედვით ოთხ კატეგორიად პირველი ეტაპი ტესტირება, ხოლო მეორე ეტაპი მოცემული დავალების მიხედვით პრეზენტაციების მომზადება იყო. გამარჯვებულები დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დურმიშხან შავიშვილმა ფასიანი საჩუქრებითა და დიპლომებით დაასაჩუქრეს. (5 კლასი) - პირველ ადგილზე დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლე ანანო ხალვაში გავიდა, ხოლო მეორე ადგილი თანაბარი ქულებით დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლემ დეა დევაძემ და წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ წულუკიძემ დაიკავეს. (6 კლასი) - პირველი ადგილი სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი სურმანიძემ, მეორე ადგილი დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ცინცაძემ და მესამე ადგილი ფრიდონ თურმანიძის სახელობის მერისის საჯარო სკოლის მოსწავლე ლანა თურმანიძემ დაიკავა. (7 კლასი) - პირველ ადგილს დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლე ლაშა შავიშვილი, მეორე ადგილს სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლე თამუნა თავდგირიძე, ხოლო მესამე ადგილს ფრიდონ თურმანიძის სახელობის მერისის საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია თურმანიძე დაეუფლა. (8 კლასი) - სოფელ ჯალაბაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა წინცაძე პირველ ადგილს დაეუფლა, სოფელ კვაშტის საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთი ჯაყელი მეორე ადგილს, ხოლო სოფელ ჯალაბაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლე ნაირა ცინცაძე მესამე ადგილზე გავიდა. ასევე წარდგენილი იქნა ნომინაცია ,,ყველაზე კრეატიული პრეზენტაცია", რომელიც დაბა ქედის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე თამაზ მახარაძე, ხოლო ნომინაციაში ,,ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე" სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე ჯული კოჩაძე გახდა. განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს და სიგელები გადასცეს აქტიურ მოხალისეებს: ჯენა ზაბარას, დანიელ სპარკმენს, ჯილ ტაისონის, ჯენ კიარნის და პატრიკ შეას. კონკურსი სამომავლოთაც გაგრძელდება, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეების ინგლისური ენით დაინტერესებას და წახალისებას. დაჯილდოების შემდეგ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?