მთავარი სიახლეების არქივი

ხანძრით დაზარალებულ გოგიტიძეების ოჯახს გამგეობა ქირით გაიყვანს

წუხელ ღამით, სოფელ წონიარისში ხანძრის შედეგად გოგიტიძეების 5 წევრიანი ოჯახის საცხოვრისი მთლიანად დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, თუმცა ხის კონსტრუქციის ნაგებობის გამო ხანძრის ლოკალიზება უკვე შეუძლებელი იყო. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. დაზარალებული ოჯახი დღეს გამგებლის მოადგილემ მამუკა ფარტენაძემ ადგილობრივი კომისიის წევრებთან ერთად მოინახულა, კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა და ამ ეტაპზე, გამგეობის შეთავაზება - ქირით გაყვანის თაობაზე გააცნო. გოგიტიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია, თავს ამჟამად მეზობლად აფარებენ. 5 წევრიანი ოჯახი მხოლოდ ტანსაცმლის ამარა დარჩა. ხვალ ქედაში გაიმართება საქველმოქმედო აქცია და შესაძლებლობის ფარგლებში, მსურველებს შეეძლებათ სურსათის პროდუქტებით, საყოფაცხოვრებო ნივთებითა თუ სამოსით დაეხმარონ ჩვენს თანამოქალაქეს. ფუთების გამგეობის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე შეგროვდება!

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?