მთავარი სიახლეების არქივი

ხანდაზმულთათვის განკუთვნილი დასასვენებელი სივრცის მშენებლობა

ქედაში, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ხანდაზმულთათვის განკუთვნილი დასასვენებელი სივრცის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ხანდაზმულთათვის განკუთვნილი დასასვენებელი სივრცის ერთ სართულიანი კაპიტალური შენობის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მოპირკეთებული იქნება ბუნებრივი გრანიტის ფილებით, ნაწილი წარმოდგენილი იქნება ვიტრაჟით, მოეწყობა გათბობა -გაგრილების სისტემა და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით.

პროექტის ღირებულება 188 881 ლარს შეადგენს.

ქედის მუნიციპალიტეტში არსებული ხანდაზმული კლუბის წევრები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში, გამომდინარე აქედან შეიქმნება კიდევ ერთი თავშეყრის ადგილი სადაც, როგორც კლუბის წევრები ასევე ახალგაზრდები შეძლებენ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას.

სამშენებლო სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან ერთად ადგილზე მოინახულა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?