მთავარი სიახლეების არქივი

ხანდაზმულთა დღე ქედაში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა.
ღონისძიება ქედაში მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში, მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძემ, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსთან ეკატერინე ქაჯაიასთან, მერის წარმომადგენელთან დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაზიმ ჩხეიძესთან ერთად 88 წლის გურამ ჩიკვაიძე მოინახულა, ხანდაზმულთა დღე მიულოცა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. 88 წლის გურამ ჩიკვაიძეს5 შვილი, 14 შვილიშვილი და 16 შვილთაშვილი ჰყავს.
თარიღთან დაკავშირებით, ასევე ქედაში, ხანდაზმულთა კლუბის ,,ღირსეული სიბერე" შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თამჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია, მერის წარმომადგენელი დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაზიმ ჩხეიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, წითელი ჯვრის მოხალისეები და ხანდაზმულთა კლუბის წევრები ესწრებოდნენ, რომლებმაც ხანდაზმულებს დღევანდელი დღე მიულოცეს და ჯანმრთელობა უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, ხანდაზმულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?